ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

24.07.23 12:33
ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში 23 ივლისს სპორტული დარბაზის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 19 ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში, აქედან შემთხვევას მხოლოდ 8 ადამიანი გადაურჩა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევებიდან 14 ადამიანის ამოყვანა განხორციელდა. ამოყვანილი მოქალაქეებიდან 10 პირი გარდაიცვალა. 

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლის დარბაზის სახურავში კონსტრუქტორებმა უკანონოდ მოათავსეს პერლიტი (წყლის მაღალი შეწოვადობის მინერალი). ძლიერი წვიმების დროს პერლიტმა შეიწოვა წყალი, რის შედეგადაც დამძიმდა, რამაც სპორტული დარბაზის სახურავის ჩამოშლა გამოიწვია.

ცნობილი ხდება, რომ უბედური შემთხვევის შესახებ გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. დარბაზის კონსტრუქციაში ჩართული პირები კი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ლონგშას ოლქის 34-ე სკოლა ეს ის ადგილია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. აღნიშნული ოლქი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჰეილონიანგის პროვინციაში მდებარეობს. ჩინეთის აღნიშნულ რეგიონში უკანასკნელ დღეებში ხშირი წვიმა იყო, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები