პოლონეთში 2 პირის დაჭრისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში 2 პირის დაჭრისთვის პოლიციამ 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, აღნიშნულ ინფორმაციას პოლინური მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 16 ივლისს დაკავებულმა დანით დაჭრა ერთ-ერთი პოლონეთის მოქალაქე, შემდგომ კი მეგობრის დასახმარებლად მისული მეორე პოლინელიც დაჭრა. დამნაშავემ ადგილიდან მიმალვა მოახერხა, მაგრამ მისი დაკავება პოლიციამ მოგვიანებით 21 ივლისს შეძლო.
პოლონეთის სასამართლომ დაკავებულს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დამნაშავეს 3 წლით პატიმრობა ემუქრება.