მოსკოვის მუქარის შემდეგ პოლონეთი საზღვრებს ამაგრებს

24.07.23 18:24
მოსკოვის მუქარის შემდეგ პოლონეთი საზღვრებს ამაგრებს

მოსკოვის მუქარის შემდეგ პოლონეთის სუვალკის დერეფანს ამაგრებს. ქვეყნის ყველაზე სუსტი საზღვრის დასაცავად პოლონეთში სპეციალური სამხედრო დანაყოფები იქმნება.
პირველი ასეთი ანაყოფის შექმნსი შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნნის ტავდავის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

ჩვენ აღმოსავლეთის ფლანგის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. აგვისტოში მესანგრეთა ბატალიონი შეიქმნება. ეს ჩვენს მიერ ნულიდან შექმნილი კიდევ ერთი სამხედრო ნაწილია და გარწმუნებთ, რომ რომ ბოლო არ იქნება. მალე ახალი ინვესტიციების შესახებ გაცნობებთ, - დაწერა მან ტვიტერზე. 

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა გუშინ პუტინთან შეხვედრის დროს თქვა, რომ "ვაგნერელები" მას მოსვენებას არ აძლევენ და პოლონეთზე თავდასხმა სურთ.

როგორც პოლონეთის თავდაცვა იუწყება, ბატალინს მთავარი ამოცანა ბელარუსთან საზღვრის კედლის და ასევე სუვალკი დერეფნის გამაგრება იქნება.