იერიშები მოსკოვსა და ყირიმზე - რუსეთი „მკაცრი საპასუხო ზომებით“ იმუქრება

24.07.23 18:32
იერიშები მოსკოვსა და ყირიმზე - რუსეთი „მკაცრი საპასუხო ზომებით“ იმუქრება

მოსკოვსა და ყირიმზე გახორციელებული იერიშების გამო რუსეთი „მკაცრი საპასუხო ზომებით“ იმუქრება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

„რუსეთი იტოვებს უფლებას მკაცრი საპასუხო ზომები მიიღოს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ 24 ივლისის დილას მოსკოვზე იერიშების მცდელობა ორი უკრაინული უილოტო საფრენით გახორციელდა და რომ რუსულმა რადიოელექრონულმა საშუალებებმა ეს იერისები აღკვეთეს. საგარეო საქმეტა სამინისტრო ამტკიცებს, რომ სერიოზული ზიანი დაფიქსირებული არ არის, ხოლო დაზიანებული ორი კორპუსი შეუსახლებელი იყო.

ამის გარდა, 24 ივლისის ღამეს რუსეთმა კიევის რეჟიმის მიერ დრონებით ყირიმზე თავდასხმა აღკვეთა.