"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები ხელფასების გადაუხდელობას უჩივიან

24.07.23 19:43
"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები ხელფასების გადაუხდელობას უჩივიან

"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები ხელფასების გადაუხდელობას უჩივიან. რუსულმა დამოუკიდებელმა სააგენტომ „ვაგნერთან“ დაკავშირებული დახურული ჩატები შეისწავლა, საიდანაც ირკვევა, რომ მებრძოლების ნაწილს ივნისის თვის ხელფასიც არ ჩაურიცხეს, ხოლო ნაწილს რამდენიმე თვის დავალიანებას არ უხდიან.

ერთ-ერთ ასეთ ჩატში 12 000 მებრძოლია გაერთიანებული. 3 მებრძლის ოჯახი გამოცემას ინფორმაციას უდასტურებს. ერთ-ერთმა ქალმა აღნიშნა, რომ მის მეუღლეს ხელფასი მარტის თვის შემდეგ არ აუღია. მისი ქმარი „ვაგნერელებში“ ნებაყოფლობით ჩაეწერა.

თავის მხრივ, „ვაგნერის“ წარმომადგენლობა ჩატში ირწმუნება, რომ მებრძოლებს ხელფასებს 20 ივლისის შემდეგ, ოდესმე გადაუხდიან. 
 

მსგავსი სიახლეები