რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური საკვებით მარაგების მძევლად აყვანა და დაუბრუნდეს შეთანხმებას - ჯეიმს ქლევერლი

26.07.23 12:33
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური საკვებით მარაგების მძევლად აყვანა და დაუბრუნდეს  შეთანხმებას - ჯეიმს ქლევერლი

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური საკვებით მარაგების მძევლად აყვანა და დაუბრუნდეს შეთანხმებას - ასე ეხმაურება ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს ქლევერლი რუსეთის მარვცლეულის შეთაქნხმებიდან გასვლას. 

ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აგრესორი სახელმწიფო ხელს შეუშლის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. ჯეიმს ქლევერლიმ დააანონსა, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 

დიდ ბრიტანეთს მიაჩნია, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს კამპანია უკრაინული სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმით. ჩვენ ხაზს გავუსვამთ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევას გაეროს უშიშროების საბჭოში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური საკვებით მარაგების მძევლად აყვანა და დაუბრუნდეს შეთანხმებას, - განაცხადა ჯეიმს ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მარცვლეულის შესახებ შეთანხმება დატოვა.  გზით პუტინმა, ფაქტობრივად, მილიონობით ადამიანი შიმშილისთვის გასწირა.