ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბეს - არის მსხვერპლი

27.07.23 10:53
ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ დაბომბეს. ინფორმაციას ოდესის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს. 

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომელი იყო.

დაზიანდა ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის ტექნიკა, განადგურდა დაცვის შენობა და ორი მანქანა.

მსგავსი სიახლეები