შვეიცარიული კერძო ბანკი, რომელსაც ივანიშვილი უჩივის, რუსეთში საქმიანობას წყვეტს

შვეიცარიული კერძო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უჩივის, რუსეთში საქმიანობას წყვეტს. ბანკის ადმინისტრაციამ რუსეთის მოქალაქეებს უკვე გაუგზავნა შეტყობინება, რომ მათი ანგარიშები უახლოეს დღეებში დაიხურება.
შეზღუდვა ვრცელდება როგორც კერძო კლიენტებზე, ასევე კომპანიებსა და ორგანიზაციებზე. შვეიცარიულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო მიიღო.