უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აშშ ჰააგის სასამართლოს გადასცემს

27.07.23 12:23
უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აშშ ჰააგის სასამართლოს გადასცემს

რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მტკიცებულებებს შტატებიც გადასცემს. უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება ბაიდენმა ოფიციალურად მიიღო.

საერთაშორისო ტრიბუნალს შტაბის დაზვერვა იმ ინფორმაციას გაუზიარებს, რომელიც ჰააგის პროკურორს პუტინის და მისი სამხედრო ხელისუფლების გასასამართლებლად დასჭირდება. ინფორმაციას "CNN" სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.