"საქართვლოს მთავრობის უკან მდგომი ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფი" - ვის გულისხმობს ო’ბრაიენი

27.07.23 13:04
"საქართვლოს მთავრობის უკან მდგომი ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფი" - ვის გულისხმობს ო’ბრაიენი

საქართვლოს მთავრობის უკან მდგომი ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფი- ვის გულისხმობს პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი ამ ფრაზის მიღმა? ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა სენატში თქვა რომ სწორედ ამ გუნდმა უნდა გააცნობიეროს, რომ რეფორმების გარშე ევროკავშირში ადგილს საქართველო ვერ მიიღებს.

ჯიმ ო'ბრაინმა პრაქტიკულად სენატორ შაჰინის კითხვაზე უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას რეფორმებზე არა მთავრობა, არამედ მთავრობის უკან მდგომი გავლენიანი ჯგუფი იღებს, ეს კი პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მხრიდან უკვე არაფორმალური მმართველობის საჯარო აღიარებას ნიშნავს. 

"საქართველოში ევროპულ მომავალთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.. ახლარაც უნდა მოხდეს არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფს უნდა მიეცეს გაცნობიერების საშუალება, რომ ევროპასთან გასაერთიანებლად საჭირო რეფორმები რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის, ასე, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან რათა ცხადი გავხადოთ საქართველოს მთავრობისთვის, რომ მათ მიერ წაყენებული პირობები ასევე აისახება საქართველოსადმი ჩვენს დახმარებასა და ჩვენ პირობებზე და ჩვენ მომდევნო რამდენიმე თვეში ამ მხრივ წინსვლა უნდა ვნახოთ. შემოდგომა კრიტიკული იქნება რადგან ევროპული საბჭოს მოხსენება ცნობილი გახდება" - ამბობს ჯიმ ო ბრაიენი.

მსგავსი სიახლეები