უკრაინელებმა სტარომაიორსკე გაათავისუფლეს

28.07.23 10:45
უკრაინელებმა სტარომაიორსკე გაათავისუფლეს

უკრაინელი არმიის კიდევ ერთი გამარჯვება - სოფელი სტარო-მაიორსკე ოკუპანტებისგან თავისუფალია. სოფლისთვის, რომელშიც ომამდე 1000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ბოლო კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედროები სოფლის გათავისუფელებაზე საუბრობენ, უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.

"მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა დამპყრობელმა სოფელი დატოვა, უკრაინელმა მცველებმა ოფიციალურად გაშალეს უკრაინის დროშა დეოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდება უკრაინას! დიდება საზღვაო ქვეითებს", - განაცხადეს სამხედროებმა.

მსგავსი სიახლეები