სამხრეთით უკრაინულმა კონტრშეტევამ რუსეთის მნიშვნელოვან თავდაცვით ხაზს მიაღწია

28.07.23 10:57
სამხრეთით უკრაინულმა კონტრშეტევამ რუსეთის მნიშვნელოვან თავდაცვით ხაზს მიაღწია

სამხრეთით უკრაინულმა კონტრშეტევამ რუსეთის მნიშვნელოვან თავდაცვით ხაზს მიაღწია. ფაქტის ამსახველი ვიდეო რუსულ სოციალურ მედიაში ვრცელდება.

რუსეთის სამხედრო პოზიციიდან გადაღებულ ვიდეოში უკრაინული სამხედრო მანქანა ჩანს, რომელიც მიემართება თხრილისკენ ე.წ. "დრაკონის კბილების" დიდი რიგის წინ.

CNN-ის ინფორმაციით,  უკრაინელების უნარი, რუსული ჯარები "დრაკონის კბილების" ხაზის უკან დაწიოს, აშკარა მაჩვენებელია, რომ კონტრშეტევა წარმატებულია.

ცნობილია, რომ რუსებმა უკრაინაში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე "დრაკონის კბილების" ხაზები დაამონტაჟეს. "კბილები" სამი სიღრმის მწკრივადაა გაშლილი, რომლებიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ბეტონის ხაზების ორივე მხარეს რუსულმა ძალებმა ასევე გათხარეს მასიური ტანკსაწინააღმდეგო სანგრები.

პრორუსული არხები ამტკიცებენ, რომ მანქანა, რომელიც ვიდეოში ჩანს, მათი ერთ-ერთი სამხედრო დარტყმის მსხვერპლია.