უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

28.07.23 11:13
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა - აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა, არიან დაჭრილებიც.

ცნობილი ხდება, რომ ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები თანამებრძოლის გამოყვანის პროცესში ოკუპანტების თავდასხმის დაიჭრნენ, მათ შორის ხუთი ქართველი და სამი უკრაინელი ჯარისკაცია. გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი უკრაინული ბატალიონის 28-ე ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის “შავი არწივის" მეთაური იყო.

ქართველი მებრძოლების ცნობით, გუშინ ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტის მისადგომებთან ერთ-ერთი სოფლის ასაღებად შევიდნენ. მებრძოლები წარმატებულად ახორციელებდნენ სპეცოპერაციას, რა დროსაც რუსულმა საარტილერიო არმიამ საჰაერო იერში განახორციელა და სწორედ ამ იერიშის დროს დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი. 

დაღუპული ქართველი პროზექტურაშია დასვენებული. ქართველ მებრძოლს სამშობლოში სავარაუდოდ შემდეგ კვირას ჩამოასვენებენ.

მსგავსი სიახლეები