"დიდებული საჩუქარი ქართველი ხალხისგან ბათუმში" - კრამონი რუსულ კრუიზზე

28.07.23 12:18
"დიდებული საჩუქარი ქართველი ხალხისგან ბათუმში" - კრამონი რუსულ კრუიზზე

"დიდებული საჩუქარი ქართველი ხალხისგან ბათუმში" - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების შემოსვლის გამო პროტესტს.

22 ივლისს სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 28 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.

კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.

ამ ფაქტის შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ  სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები.  

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ ჰქონდათ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს". 

მსგავსი სიახლეები