თუ ვინმეს სურს ქვეყნისთვის მუშაობისგან დასვენება, ქვეყანაც დაისვენებს მათგან - ზელენსკი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

28.07.23 13:36
თუ ვინმეს სურს ქვეყნისთვის მუშაობისგან დასვენება, ქვეყანაც დაისვენებს მათგან - ზელენსკი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

თუ ვინმეს სურს ქვეყნისთვის მუშაობისგან დასვენება, ქვეყანაც დაისვენებს მათგან - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის თქმით, ბოლო წამამდე უნდა შემოწმდეს მაღალჩინოსნებისა და დეპუტატების წასვლა საზღვარგარეთ.

"ნებისმიერი ჩინოსნის, ნებისმიერი დეპუტატის თითოეული განზრახვა, წავიდეს საზღვარგარეთ, უნდა შემოწმდეს ბოლო წამამდე. ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობილია, რომ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ოდესის იმ ფერისცვალების საკათედრო ტაძარში ჩაწერა, რომელიც გასულ კვირას რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები