გერმანელი პენსიონერი და კოლექციონერი ნაცისტური ტანკის ყიდვის გამო დააკავეს

28.05.21 19:00
გერმანელი პენსიონერი და კოლექციონერი ნაცისტური ტანკის ყიდვის გამო დააკავეს

82 წლის გერმანელი პენსიონერი, რომელმაც საკუთარი კოლექციის შევსების მიზნით მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკი შეიძინა, სამართალდამცველებმა დააკავეს - ამის შესახებ Deutsche Presse-Agentur იუწყება. 

გერმანული პოლიცია კოლექციონერის სახლში ჩხრეკას 2 დღის განმავლობაში ატარებდა, რის შედეგადაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 40 ტონიანი ნაცისტური ტანკი, ტორპედო, აგრეთვე, ნაღმმტყორცნები, ავტომატები, პისტოლეტები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა. 

პენსიონერი ამტკიცებდა, რომ ტანკი ინგლისში შეიძინა, რათა შემდეგ ის ჯართში ჩაებარებინა. 

გერმანული პოლიცია ახლა არკვევს, იმყოფება თუ არა საბრძოლო ტექნიკა საბრძოლო მდგომარეობაში. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, კოლექციონერს ბრალად რამდენიმე კანონის დარღვევა წარედგინება და მას ციხეში 5 წლის გატარება ემუქრება.

2020 წლის დეკემბერში ესპანელმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბანდფორმირების აყვანის ოპერაციის დროს ნაცისტური რელიქვიის სამალავი აღმოაჩინეს. როგორც გამოძიებით გაირკვა, ბანდა აღნიშნულ იარაღს აღმოსავლეთ ევროპაში ყიდულობდა და არალეგალურ სახელოსნოებში  არემონტებდა.