იტალიაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ აფთიაქი 10 ივლისს 32 წლის საქართველოს მოქალაქემ ქალაქ ფლორენციაში დააყაჩაღა.
ბრალდებული აფთიაქში დანისა და ყალბი იარაღის მუქარით ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათზე შეიჭრა და 1 200 ევრო გაიტაცა. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოპედით შეძლო.
იტალიური მედიის ცნობით, დამნაშავეს ადგილობრივი პოლიცია თვეზე მეტ ხანს ეძებდა და საბოლოოდ იგი ხუთშაბათს, 27 ივლისს დააკავეს.