დნიპროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - ოკუპანტებმა მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს

29.07.23 10:34
დნიპროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - ოკუპანტებმა მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს

დნიპროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - რუსულმა არმიამ იქ მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბა. არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანესუსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ შენობაზეც. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდასხმასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი უკვე გამართა.

ჩვენ სწრაფად ვპასუხობთ და ვეხმარებით ხალხს. სიტუაციას ვაკონტროლებთ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი სრულად დაისაჯოს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო. ეს ნაძირლები პასუხს აგებენ. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის". - განაცხადა ზელენსკიმ