UNESCO-ს მისია ოდესაში ჩავიდა

29.07.23 16:18
UNESCO-ს მისია ოდესაში ჩავიდა

UNESCO-ს მისია უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩავიდა. მათ რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად კულტურულ და რელიგიურ ობიექტებზე მიყენებული ზიანი უნდა შეაფასონ. 

როგორც ოდესის მერი ამბობს, UNESCO-ს მისია რუსეთის თავდასხმის შედეგებს აღრიცხავს და ყველაფერს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.