ყირიმში, დივერსიის შედეგად, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა
ყირიმში, დივერსიის შედეგად, ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა იტყობინება.
"დაახლოებით საღამოს 10 საათზე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა იყო. თვითმხილველებმა ჯერ 2 აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი საბრძოლო მასალის დეტონაციის ხმებიც", - ამბობენ დაზვერვაში.
დაზვერვის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე ოკუპანტების 810-ე ბრიგადაა დისლოცირებული. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.