გამთენიისას მოსკოვში აფეთქება მოხდა

30.07.23 09:49
გამთენიისას მოსკოვში აფეთქება მოხდა

გამთეენისას მოსკოვში აფეთქება მოხდა. დაზიანდა „მოსკოვი სითის“ საოფისე ცატამბჯენების ფასადი. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული „ტასსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, არც ხანძარი მომხდარა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ „მოსკოვი სითის“ შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. 

მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ იერიში მრავალსათულიან საოფისე შენობებზე უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მიიტანეს. 

მომხდართან დაკავშირებით, მოსკოვის საჰერო სივრცეში ნებისმიერი ხომალდების ყოფნა დროებით აიკრძალა. ვნუკოვოს აეროპორტი დაკეტილია, რეისები სხვა აეროპორტებშია გადამისამართებული.