კოლუმბიაში მოქმედი პრეზიდენტის შვილი დააკავეს

კოლუმბიაში მოქმედი პრეზიდენტის შვილი დააკავეს. დაკავებულია ასევე ნიკოლას პეტროს მეუღლეც.
საქმე ფულის გათეთრებას ეხება. საუბარია თანხებზე, რომელსაც პრეზიდენტის შვილი, სავარაუდოდ, გასულ წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს აგროვებდა.
ქვეყნის მეთაურმა გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ გამოძიებაში არ ჩაერევა. ამ დაკავებამ მთავრობას სერიოზული დარტყმა მიაყენა, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მას „კონსერვანტები“ თავს არაერთხელ დაესხნენ.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკოლას პეტრო და მისი მეუღლე ბოგოტის სასამართლოს განკარგულების თანახმად ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დააკავეს. მას შემდეგ, რაც ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან, პროკურატურა მათ დაპატიმრებას მოითხოვს.