10 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - ტაილანდში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა

30.07.23 11:50
10 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - ტაილანდში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა

ტაილანდში პიროტექნიკის საწყობის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 100 დაშავებულია. ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.

ცნობილია, რომ აფეთქება პროვინცია ნარათხივათში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების გამო 100-ზე მეტი სახლი დაზიანდა, მინიმუმ 118 ადამიანი კი დაშავდა.

ადგილობრივი მთავრობა ვარაუდობს, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა, საწყობში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გამხდარიყო. 
 

მსგავსი სიახლეები