მოსკოვში აფეთქების შედეგად დაზიანებულ შენობაში სამინისტროების ოფისები იყო განთავსებული

მოსკოვში დრონების იერიშების შედეგად დაზიანებულ შენობაში სამინისტროების ოფისები იყო განთავსებული. ინფორმაციას The Insider ავრცელებს. მათი ცნობით, ნაპოვნია ერთ-ერთი სამინისტროს კუთვნილი დოკუმენტები, რომელიც გარეთ აფეთქების ტალღამ გამოიტანა.
ამის მიუხედავად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაინც ამტკიცებს, რომ დრონებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ გამთენიისას მოსკოვში აფეთქება მოხდა. დაზიანდა ცათამბჯენის ფასადი.
რუსეთის ხელისუფლება მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.