პუტინი იმუქრება: "რუსეთს ნატოს-თან სამხედრო შეტაკება არ სურს, თუმცა მოსკოვი ამისთვისაც მზადაა"

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ისევ იმუქრება. ვოლოდიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ნატოსთან პირდაპირი დაპირისპირება არ სურს, უმცა მოსკოვი ყველანაირი სცენარისთვის მზად არის.
რუსეთს არ სურს ნატოს-თან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზადაა. რუსეთი მზადაა, ნებისმიერი სცენარისთვის, თუმცა ეს არავის სურს. მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით შეერთებული შტატების ინიციატივით სპეციალური მექანიზმი შეიქმნა. გარკვეული უწყებების ხელმძღვანელები უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და აქვთ შესაძლებლობა, კონსულტაციები გამართონ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს მექანიზმი მიუთითებს, რომ მხარეებს არ აქვთ პირდაპირი დაპირისპირების სურვილი, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, ჩვენ მზად ვართ, - განაცხადა პუტინმა.