საქართველოდან მოსკოვში ჩასული ომის მოწინააღმდეგე მხატვარი პოლიციამ დააკავა

30.07.23 16:08
საქართველოდან მოსკოვში ჩასული ომის მოწინააღმდეგე მხატვარი პოლიციამ დააკავა

საქართველოდან მოსკოვში ჩასული ომის მოწინააღმდეგე მხატვარი აეროპორტში  პოლიციამ დააკავა. ფილიპ კოზლოვს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის იზოლატორში პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლითაა მოთავსებული.

დაკავებულის ადვოკატი მომხდარს რეპრესიებად აფასებს.

კოზლოვი   ქუჩის მხატვარია და ომისა და ძალადობის საწინააღმდეგო გრაფიტებს აკეთებს.