ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევები 25%-ით შემცირდა

ინდოეთში ბოლო 45 დღის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 9 816 შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევათა რაოდენობა 25%-ით შემცირდა.
რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 8%-ით შემცირდა. 24 საათის განმავლობაში ვირუსით 128 პაციენტი გარდაიცვალა.
ინდოეთში ვირუსს ჯამში 322 512 ადამიანი ემსხვერპლა. გასულ თვეში გარდაცვალების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა.
ინდოეთში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება დრონებითაც მიმდინარეობს.