"ოკუპანტებო, გაიყვანეთ თქვენი ტანკები საქართველოდან" - ბათუმში რუსულ გემს საპროტესტო აქციით დახვდნენ

რუსული საკრუიზო ლაინერი, რომელიც საქართველოში დილის 6 საათზე უნდა შემოსულიყო, ბათუმის პორტში ახლა შემოვიდა. რუსულ გემს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
პროტესტი ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. შსს-მ პორტთან პოლიცია მოაბილიზა. სამართალდამცველებმა პორტის ტერიტორია ჯებირებით ჩახერგეს, რასაც მხარეებს შორის ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დააკავეს აქციის 10-მდე მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ საკრუზიო ლაინერმა ASTORIA GRANDE-მ ამ ჯერზე საქართელოში პუტინის მეხოტბე რუსი არტისტები ჩამოიყვანა.