ახალი შტამი მსოფლიოში - ვიეტნამში კორონას ინდურ-ბრიტანული ვარიანტი გამოჩნდა

29.05.21 12:56
ახალი შტამი მსოფლიოში - ვიეტნამში კორონას ინდურ-ბრიტანული ვარიანტი გამოჩნდა

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ   ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი ბევრად სწრაფად ვრცელდება.  

ვირუსს მას მაღალი გადამდებობა და მოკლე ინფექციური ციკლი აქვს.

 

 ეს არის ინდური ვარიანტის მუტაცია, რომელიც,  ბრიტანული შტამის მუტაცია იყო"- განაცხადა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა.

უახლოეს დღეებში ვიეტნამი შტამის შესახებ არსებულ ინფორმაციას ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემს.

ცნობისთვის, ვიეტნამი კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. ვიეტნმაში 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კორონავირუსის აქტირუიო შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთში ფიქსირდება.