მოსკოვი ისევ დაიბომბა - დრონების სამიზნე ამჯერადაც ელიტური ცათამბჯენები გახდა

01.08.23 10:27
მოსკოვი ისევ დაიბომბა - დრონების სამიზნე ამჯერადაც ელიტური ცათამბჯენები გახდა

მოსკოვი ისევ დაიბომბა.  უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ამჯერადაც ცათამბჯენების რაიონი იყო, სადაც რუსი მილიარდერების ძვირადღირებული აპარტამენტები, კერძო კომპანიების ოფისები და სახელმწიფო უწყებების შენობებია. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია და მოსკოვის მერი ავრცელებს. 

სობიანინი ამტკიცებს, რომ რუსულმა თავდაცვამ დრონების განადგურება მაოხერხა.

რამდენიმე უპილოტო საფრენი მოსკოვზე იერიშების მცდელობისას საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ერთ-ერთი  დრონი ისევ „მოსკოვი სითის“ იმავე ცათაბჯენს მოხვდა, რაც წინა ჯერზე. დაზიანებულია 21 სართულის ფასადი. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახური მუშაობს, - აცხადებს მოსკოვის მერი. 

დრონებით თავდასხმაში კრემლი უკრაინის ადანაშაულებს. ბოლო სამ დღეში რუსეთის დედაქალაქის ელიტური უბანი უპილოტო საფრენი აპარატიდან უკვე მეორედ დაბომბეს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.