ოკუპანტებმა კიევს დრონებით მასობრივად შეუტიეს - საჰაერო თავდაცვამ ყველა გაანადგურა
ოკუპანტებმა ღამით კიევს დრონებით მასობრივად შეუტიეს, წინასწარი ინფორმაციით, საუბარია Shahed -ის ტიპის უპულოტო საფრენებზე.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, მტრის დრონები უკრაინის დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეფრინდნენ. სერგეი პოპკოს თქმით, ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ მტრის ყველა უპილოტო საფრენი გაანადგურა.
მტრის მორიგი მასობრივი იერიში უპილოტოებით. წინასწარი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შაჰიდის ტიპის საფრენები გამოიყენა. დრონების ჯგუფი კიევში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შემოდიოდა. ამის მიუხედავად, ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ 10-ზე მეტი საჰაერო მიზანი გაანადგურა, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.