პოლონეთის საჰაერო სივრცეში ბელორუსული ვერტფრენები შენიშნეს

02.08.23 10:45
პოლონეთის საჰაერო სივრცეში ბელორუსული ვერტფრენები შენიშნეს

პოლონეთის საჰაერო სივრცეში ბელორუსული ვერტფრენები შენიშნეს. საუბარია ქალაქს ბელოვეჟზე. მოგვიანებით ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვამაც დაადასტურა. მათი ცნობით, ვერტფრენებმა საზღვარი დაბალ სიმაღლეზე გადაკვეთეს.

თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა საზღვრის თავდაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა. მან ასევე მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა NATO-ს.

პოლონეთის განცხადებებს ბელორუსში გამოგონილს უწოდებენ. ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამ გზით პოლონეთი ცდილობს ბელორუსიის საზღვართან სამხედროების გადასროლა გაამართლოს.