რუსებმა ხერსონში ეკლესია დაბომბეს - დაშავდა 3 ადამიანი

03.08.23 11:04
რუსებმა ხერსონში ეკლესია დაბომბეს - დაშავდა 3 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრში ეკლესია დაბომბეს, - ოლქის რეგიონული სამხედრო ხელმძღვანელი, ოლექსი პროკუდინი ამბობს, რომ დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. 

დაშავდა ტროლეიბუსის სამი მგზავრი, რომლებიც რუსული დაბომბვის დროს კათედრალის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა", - წერს პროკუდინი.