ოკუპანტებმა ჰერსონის ცენტრში ეკლესია დაბომბეს - დაშავდა 3 მოქალაქე და 4 მაშველი

ოკუპანტებმა ჰერსონის ცენტრში ეკლესია დაბომბეს. იერიშების შედეგად თავაპირველად 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
დაშავდა ტროლეიბუსის სამი მგზავრი, რომელიც იმ დროისათვის ტაძრის ახლოს მოძრაობდა. ყველა დაშასვებული ჰოსპიტალიზებულია, - აღნიშნა ალექსანდრ პროკუდინმა.
ტაძარზე იერიშის მემდეგ ადგილზე უკვე სამაშველო-სახანძრო სამსახური მუშაობდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ეკლესიაზე იერიში ხელმეორედ მიიტანეს, რა დროსაც დაშავდა 4 მაშველი.