ოკუპანტებმა ხარკოვში სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

06.08.23 10:18
ოკუპანტებმა ხარკოვში სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ოკუპანტებმა ხარკოვში სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

ომში მყოფი პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ომის დანაშაული რუსულ სისასტიკეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს. 

ეს ომის დანაშაული რუსული აგრესიის შესახებ ყევლაფერზე მეტყველებს. მხეცები, ანადგურებენ ყველაფერს, რაც სიცოცხლის საშუალებას იძლევა. ტეორირსტებზე გამარჯვება ეს  ყველას ღირსებაა, ვისთვისაც სიცოცხლე ძვირფასია, - აღნიშნა ზელენსკიმ. 
 

ვოლოდიმირ ზელენსკი იტყობინება, რომ ამ დროისათვის ადგილზე ხანძრის სალიკვიაციო სამუშაოები მიმდინარეობს.