ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდების აფეთქებას უკრაინა ადასტურებს

ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდების აფეთქებას უკრაინა ადასტურებს. შეირაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხიდებს რუსი ოკუპანტები ჯარის მომარაგებისთვის იყენებდნენ. საუბარია ჩონჰარისა და გენიჩესკის საავტომობილო ხიდებზე.
რუსული მედია წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ორივე თავდასხმის დროს ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ მიწოდებული რაკეტები გამოიყენეს.