რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 22 სამხედრო გათავისუფლდა

რუსეთის ტყვეობიდან დამატებით 22 სამხედრო გათავისუფლდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.
ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ყველაზე ასაკოვანი 54-ის, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 23 წლისაა. მისივე ცნობით, სამხედროებს შორის არიან დაჭრილებიც, რომლებიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.