გადაინაცვლებს თუ არა ომი რუსეთის ტერიტორიაზე? - ზელენსკის პასუხი

08.08.23 14:07
გადაინაცვლებს თუ არა ომი რუსეთის ტერიტორიაზე? - ზელენსკის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფოზე არ გადაიაცვლებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს უკრაინის მიზანი არასდროს ყოფილა და დამცველები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს ათავისუფლებენ. 

რუსეთს, ჩვენგან განსხვავებით, ამ ომის დასრულება სწრაფად და ზედმეტი მსხვერპლის გარეშე შეუძლია. მათ არა ჩვენი, არამედ საკუთარი სამხედროების არასაჭირო მსხვერპლზე უნდა იფიქრონ. მათ ჩვენი ტერიტორია უნდა დატოვონ. უკრაინა ომის გაგრძელებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გეგმავს, ეს ჩენი მიზანი არასდროს ყოფილა. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ტერიტორიებს ვათავსიუფლებთ. მათ დასაბრუნებელი ადგილი აქვთ, ჩენ - არა. მათ წასასვლელი აქვთ, ჩენ - არა. იმიტომ, რომ ეს ჩენი ერთაერთი მიწაა, - განაცხადა უცხოურ მედიასთან ვოლოდიმი ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები