პორტუგალიაში +46°-ია - ქვეყანა ტყის ხანძრებს ებრძვის

პორტუგალიაში ანომალიური სიცხეებია. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანა ტყის ხანძრებმა მოიცვა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
უცხოური მედია იტყობინება, რომ ცეცხლმა მიწის ათასობით ჰექტარი გადაწვა. უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია 1400 ადამიანი.
ტყის ხანძარს, რომელიც ოდემირში გაჩნდა და სამხრეთით გავრცელდა, ამ დროისათვის 800 მაშველი ებრძვის. ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი სიცხეები და ქარი ართულებს.
ცნობილია, რომ ტემპერატურა პორტუგალიაში +41°-დან +46° აღწევს.