იგეგმებოდა ზელენსკის მკვლელობა - დაკავებულია რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი

ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას იგეგმებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა - დაკავებულია რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი
ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთილია.
დაკავებულია ზელენსკის ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზე. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"დაკავებული ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით ცდილობდა. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას კი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა და იღებდა უკრაინული ობიექტების მდებარეობას. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს", - განაცხადა უწყების სპიკერმა.