მორიგი სანქციები რუსეთს - დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სია გააფართოვა

08.08.23 17:42
მორიგი სანქციები რუსეთს - დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სია გააფართოვა

მორიგი სანქციები რუსეთს - დიდმა ბრიტანეთმა ოკუპანტი ქვეყნისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას 19 ახალი პირი და ორგანიზაცია დაამატა. 

სანქცირებულ კომპანიებს შორისაა ბელარუსის ორშას თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და ბორისოვის ელექტრონული იარაღის სარემონტო ქარხანა.

ახალი შეზღუდვები ბელარუსში, ირანში, თურქეთში, დუბაიში, სლოვაკეთში და შვეიცარიაში არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხება, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს რუსულ არსენალს და ვლადიმერ პუტინის თავდაცვითი სამრეწველოს მხარდამჭერ მიწოდებებზე აისახება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.