რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინამ მოსკოვსა და პადმასკოვიეს დრონებით შეუტია

მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომლითაც მოსკოვზე იერიში იგეგმებოდა. ამის შესახებ სერგეი სობიანიანი ტელეგრამ არხზე წერს. მისივე ცნობით, ერთი დრონი დომოდედოვოს რაიონში, ხოლო მეორე მინსკის გზატკეცილზე ჩამოაგდეს.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, რომელიც ირწმუნება, რომ დრონებით იერიშები პადმასკოვიეზეც იგეგმებოდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ისინი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.
საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ტერორისტული შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა და მას არც ნგრევა მოჰყოლია, - ნათქვამია უწყების რელიზში.