ბავშვებით უკანონო ვაჭრობა - საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ქალი დააკავა

09.08.23 17:18
ბავშვებით უკანონო ვაჭრობა - საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ქალი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ქალი დააკავა. მას უმძიმესი დანაშაული ბავშვებით უკანონო ვაჭრობა ედება ბრალად. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქე იმ 9 კაციანი ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის სამიზნე გახდა. საქმე ეხება ბავშვთა და კვერცხუჯრედებით უკანონო ვაჭრობას. პოლიციის ფაილების თანამხად, დანაშაულებრივი დაჯგუფება მინიმუმ 10 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ეს ჯგუფი ბავშვთა ვაჭრობის გარდა, უკანონო გაშვილებითაც იყო დაკავებული.

მსგავსი სიახლეები