პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის სამხედრო შენაერთის შექმნას გეგმავს - შოიგუ

პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის სამხედრო შენაერთის შექმნას გეგმავს - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
"არსებობს გეგმები, რეგულარულ საფრუძველზე შეიქმნას ე.წ. პოლონურ-უკრაინული შენაერთი, ვითომდა დასავლეთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არსებითად კი ამ ტერიტორიის შემდგომი ოკუპაციისთვის". - თქვა შოიგუმ.
შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე საფრთხეები გაიზარდა, სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორია ფინეთის, ხოლო მომავალში - შვედეთის ნატოში შესვლა.
მისი თქმით, ფინეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოა, რომ ნატო დამატებით სამხედრო კონტინგენტს და შეიარაღებას განალაგებს - "რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით კრიტიკულ ობიექტებს დაარტყან" - განაცხადა შოიგუმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე.