მოსკოვში აეროპორტების მუშაობა შეაჩერეს

მოსკოვში აეროპორტების მუშაობა შეაჩერეს. "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს" აეროპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
პორტალის Flightradar24-სა და აეროპორტების საინფორმაციო ტაბლოების მიხედვით სულ მცირე 11 რეისი შეჩერდა, შეზღუდვები ღამის 2-დან დილით 5 საათამდე მოქმედებდა.
ოფიციალურმიზეზს რუსეთის ხელისუფლება მალავს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შეზღუდვები საჰაერო სივრციდან მომავალ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული. მოსკოვის მერიამ უკვე დაადასტურა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა გამთენიისას ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.