ოკუპანტებმა რივნეს ოლქს დრონებით შეუტიეს - განადგურებულია ნავთობბაზა

10.08.23 10:25
ოკუპანტებმა რივნეს ოლქს დრონებით შეუტიეს - განადგურებულია ნავთობბაზა

ოკუპანტებმა რივნეს ოლქს დრონებით შეუტიეს - თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში განადგურებულია ნავთობბაზა. ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“.

მისი ინფორმაციით, ადგილზე 45 მაშველი და 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

 

მსგავსი სიახლეები