ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს
ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს. მისი გუნდის წევრის ინფორმაციით, ფერნანდო ვილავიჩენსიო მანქანაში ჯდებოდა, როცა მას მამაკაცი წინ გადაუდგა და თავში ესროლა.
დაღუპულია თავად ეჭვმიტანელი, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ორხმრივი სროლის დროს დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს არის დაგეგმილი.