პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს

10.08.23 19:55
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. აქედან  4 ათასი სამხედრო მესაზღვრეებს აღმოუჩენს მხარდაჭერას, 6 ათასი კი - რეზერვში დარჩება.

ჩვენ ჯარს მივუახლოებთ ბელორუსის საზღვარს, რათა აგრესორი შეშინდეს და ვერ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა, - ამბობს პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც რუსეთში მომხდარი ამბოხების შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში გადავიდნენ.

მსგავსი სიახლეები