ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია - ბაიდენი

11.08.23 10:21
ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია - ბაიდენი

ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთი, ეკონომიკური პრობლემების გამო შენელებული მოქმედების ბომბია.

„ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ”, - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების მიზნით ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. ბაიდენის ეს ნაბიჯი  ჩინეთმა დაგმო და საპასუხო ზომების მიღებაა დაანონსა.

მსგავსი სიახლეები