რუსეთში, ქალაქ ოდინცოვოში, საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

11.08.23 10:28
რუსეთში, ქალაქ ოდინცოვოში, საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ოდინცოვოში, საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამის შესახებ TASS-ს მოსკოვის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში განუცხადეს.

Telegram-ის არხებით გავრცელებული კადრების მიხედვით, ცეცხლი და კვამლი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ჩანს.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

 

მსგავსი სიახლეები